პრობლემა : მოსწავლეები არ იცნობენ ლერმონტოვის ბიოგრაფიას, არ იციან რა აკავშირებს მას
საქართველოსთან.
აქტუალობა – ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას ლერმონტოვის შემოქმედებისადმი, პასუხისმგებლობის გაზრდას, მცდელობას უკეთ წარმოჩენისთვის, კვლევა–ძიების ჩამოყალიბებას.
მიზანი – მოსწავლეები გაეცნობიან ლერმონტოვის ბიოგრაფიას, გაიგებენ რა აკავშირებს პოეტს საქართველოსთან.
მონაწილეთა ასაკი – VIII კლასის სამი მოსწავლე.
ვადა – ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები – უცხ. VIII-1 მოსწავლეს შეუძლია ამოკრიფოს ინფორმაცია (სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი, რატომ), ამოიცნობს თანამოსაუბრეთა თვალსაზრისს, დამოკიდებულებას, განწყობილებას, ემოციებს, შეფასებებს.
უცხ. VIII - 3 მოსწავლე ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ ინფორმაციაზე და ამოკრეფს მას.
უცხ. VIII - 5 მოსწავლე სვამს კითხვას და პასუხობს ნაცნობ თემატიკაზე. ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს და განმარტავს საკუთარ პოზიციას. უცხოურ ენაზე მიმართავს და პასუხობს მასწავლებელს, თანატოლებს, სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით.
უცხ. VIII - 7 მოსაწავლე ასახელებს მოხსენების თემას, საუბრისას იშველიებს თვალსაჩინოებებს, იცავს აზრობრივ თანმიმდევრობას, გამოაქვს დასკვნა ან გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას განხილულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან შეფასების რუბრიკას, თუ რა შემთხვევაში მიენიჭება მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს დაბალი, საშუალო, კარგი ან საუკეთესო ქულა.
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებმა იციან ვინ იყო მ. ლერმონტოვი, როდის მოღვაწეობდა იგი, როგორი წვლილი შეიტანა რუსული ლიტერატურის განვითარებაში, აქვთ ნასწავლი ნაწყვეტი პოემიდან "მწირი", რომ იგიტრაგიკულად დაიღუპა დუელში.
პროექტის განხორციელებაში მონაწილე და პასუხისმგებელი მოსწავლეები.
პროექტის განხორციელების მიზნით მოსწავლეები იღებენ ცნობილი პოეტის ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს: ლერმონტოვი კავკასიაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий