вторник, 17 апреля 2012 г.


კრიტერიუმები
        1 -5
    6-7
8-10
ლექსიკური მარაგი
არ გააჩნია
ნაწილობრივ გააჩნია
სრულად გააჩნია
ჩართულობა
არ არის ჩართული საგაკვითილო პროცესში
ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროხესშსი
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
კითხვა
უჭირს  გაბმული  კითხვა და წაკითხულის გააზრება
კითხულობს გასაგებად, მაგრამ უჭირს წაკითხულის სრულყოფილად  გაგება
კითხულობს გარკვებით, აქვს კარგი ინტონაცია წაკითხულს იაზრება სრულყოფილად
მეტყველება
აქვს მწირი ლექსიკური მარაგი
ნაკლებად მონაწილეობს ინტერაქციაში,უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
მეტყველებს თანმიმდევრულად.
არ უშვებს  გრამატიკულ შეცდომებს
ისტ-ისგამოყენება
ვერ იყენებს
ნაკლებად იყენებს
დამოუკიდებლად იყენებს




ლერმონტოვი და საქართველო



პრობლემა : მოსწავლეები არ იცნობენ  ლერმონტოვის ბიოგრაფიას, არ იციან რა აკავშირებს მას
საქართველოსთან.
აქტუალობა –  ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას ლერმონტოვის შემოქმედებისადმი, პასუხისმგებლობის გაზრდას, მცდელობას უკეთ წარმოჩენისთვის, კვლევა–ძიების ჩამოყალიბებას.
მიზანი –  მოსწავლეები  გაეცნობიან ლერმონტოვის ბიოგრაფიას, გაიგებენ რა აკავშირებს პოეტს საქართველოსთან.
მონაწილეთა ასაკი –  VIII კლასის სამი მოსწავლე.
ვადა  – ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები –  უცხ. VIII-1 მოსწავლეს შეუძლია ამოკრიფოს ინფორმაცია (სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი, რატომ), ამოიცნობს თანამოსაუბრეთა თვალსაზრისს, დამოკიდებულებას, განწყობილებას, ემოციებს, შეფასებებს.
უცხ. VIII -  3  მოსწავლე ყურადღებას ამახვილებს  კონკრეტულ  ინფორმაციაზე და ამოკრეფს მას.
უცხ. VIII -  5 მოსწავლე სვამს კითხვას და პასუხობს ნაცნობ თემატიკაზე. ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს და განმარტავს საკუთარ პოზიციას. უცხოურ ენაზე მიმართავს და პასუხობს მასწავლებელს, თანატოლებს, სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით. 
უცხ. VIII  - 7 მოსაწავლე ასახელებს მოხსენების თემას, საუბრისას იშველიებს თვალსაჩინოებებს, იცავს აზრობრივ თანმიმდევრობას, გამოაქვს დასკვნა ან გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას განხილულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან შეფასების რუბრიკას, თუ რა შემთხვევაში მიენიჭება მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს დაბალი, საშუალო, კარგი ან საუკეთესო ქულა. 
წინასწარი ცოდნა:  მოსწავლეებმა იციან ვინ იყო მ. ლერმონტოვი, როდის მოღვაწეობდა იგი, როგორი წვლილი შეიტანა რუსული ლიტერატურის განვითარებაში, აქვთ ნასწავლი ნაწყვეტი პოემიდან "მწირი", რომ იგიტრაგიკულად დაიღუპა დუელში.
პროექტის განხორციელებაში მონაწილე და პასუხისმგებელი მოსწავლეები.
პროექტის განხორციელებაში გამოყენებული მასალები და ტექნიკური რესურსები: ბიბლიოთეკა, წიგნები, მ. ლერმონტოვის მიერ შესრულებული ჩანახატები; ქსეროქსი, პროექტორი, კომპიუტერი.
პროექტის განხორციელების მიზნით მოსწავლეები იღებენ ცნობილი პოეტის ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს: ლერმონტოვი კავკასიაში.



თემა
რა იწვევს ეკოლოგიურ კატაკლიზმებს?
მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაიგებენ როგორი ეკოლოგიური პრობლემები არსებობს, როგორ გადავჭრათ ისინი, რათა ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები.
მიზნები და შედეგები
მოსწავლეები        კითხვის  პროცესში გაიგებენ ტექსტის ძირითად ინფორმაციას, შეძლებენ საჭირო ინფორმაციის მოძიებას: დაასახელებენ  ეკოლოგიურ პრობლემებს, მათ გამომწვევ მიზეზებს, იმსჯელებენ მათიგადაჭრის გზებს.(უცხ.11.3მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის  სტრატეგიებს ;უცხ.11.7მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების სატანადო სტრატეგიებს; უცხ.11.8   მოსწავლე იგებს ინსტრუქციებს ;უცხ11.14.მ ოსწავლე  განსაზღვრავს კითხვის მიზანს  და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეობას; უცხ.11.18.მოსწავლე მიმართავს წერის სათანადო სტრატეგიებს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა  ისწავლეს ტექსტი:“ რა არის ეკოლოგია?“ ,აქვთ შესაბამისი სიტყვების მარაგი, აქვთ ნასწავლი საჭირო მოდელები და კონსტრუქციები.
შეფასების საგანი და პროცედურები

სასწავლო მასალა და ტაქნიკური რესურსები
წიგნი, ლექსიკონი,ინტერნეტში მოპოვებული მასალა,დაფა, ცარცი
გაკვეთილის მსვლელობა
გონებრივი იერიში:“ეკოლოგიური კატასტროფა“   (5წთ)          სტრატეგია“ვიცი-ვისწავლე“ მოსწავლეები ავსებენ პირველ სვეტს, ტექსტის წაკითხვის შემდეგ-მეორეს.(18წთ)          კითხვებზე პასუხების გაცემა(ინფორმაციის ტექსტში მოძიება)(7წთ.)                                              ცხრილის“რით არის გამოწვეული ეს მოვლენები“-ს შევსება(6წთ) წერითი დავალებების შესრულება(6წთ)                   მოსწავლეების შეფასება,ს/დ :ესე „როგორ გადავარჩინოთ ბუნება?“(3წთ.)